LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ქართველი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი თურქეთში გაემგზავრა

149
Untitled design (3)

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით.

„საქართველოდან გაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზიდან – 60 მეხანძრე-მაშველი, ასევე შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობა და ტექნიკა.

ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობის კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს.

დღესვე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, სულეიმან სოილუს, სამინისტროს სახელით, სამძიმრის წერილი გაუგზავნა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა:

„ბატონო მინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად ჩემი სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ მძიმე წუთებში, მსურს, გამოვხატო ჩვენი თანადგომა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ კატასტროფის შედეგად დაზარალდა. აქვე მინდა, დაგიდასტუროთ ჩვენი უწყების მზაობა, გვერდში დავუდგეთ და დახმარება აღმოვუჩინოთ ადგილზე მომუშავე ჩვენს კოლეგებს სამაშველო ღონისძიებების განხორციელებაში.

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს მხარდაჭერას და ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს თანადგომას ვუცხადებ თურქ ხალხს“, – აღნიშნულია ვახტანგ გომელაურის მიმართვაში.

შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში, საზღვართან ახლოს ძლიერი მიწისძვრა გამთენიისას მოხდა. 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.

ცოტა ხნის წინ თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

ბოლო ცნობებით, თურქეთსა და სირიაში მომხდარმა მიწისძვრებმა 1500-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, განადგურდა 3 ათასამდე შენობა.

ღარიბაშვილი: ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ აღმოგიჩინოთ ნებისმიერი საჭირო დახმარება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g