თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში მიწისძვრის დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა.
მისივე ცნობით, ერთი კვირის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით და საზღვარგარეთ თურქეთის დიპლომატიური მისიების შენობებზე, დროშები დაშვებული იქნება.
“2023 წლის 6 თებერვალს ჩვენს ქვეყანაში მომხდარი მიწისძვრების გამო შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა. ჩვენი დროშა ნახევარ ანძაზე იქნება აღმართული 2023 წლის 12 თებერვალს, კვირას, მზის ჩასვლამდე, ჩვენს ყველა ქვეყანაში და უცხოურ წარმომადგენლობაში”, – წერს ერდოღანი.
შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში, საზღვართან ახლოს ძლიერი მიწისძვრა გამთენიისას მოხდა. 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.
თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 300-მდე გაიზარდა
ღარიბაშვილი: ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ აღმოგიჩინოთ ნებისმიერი საჭირო დახმარება
ფოტო: ქართველი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი თურქეთში გაემგზავრა
6 Şubat 2023 tarihinde ülkemizde meydana gelen depremler sebebiyle yedi gün süreyle millî yas ilan edilmiştir. Bütün yurtta ve dış temsilciliklerimizde 12 Şubat 2023 Pazar günü güneşin batışına kadar bayrağımız yarıya çekilecektir. pic.twitter.com/WsXvTpyr6y
— Recep Tayyip Erdoğan (@RTErdogan) February 6, 2023