LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანი, რომელიც ხორცს არ ჭამს, უფრო აკონტროლებს კვების რაციონს“ – მარიამ ნადირაძე და გიორგი მახარაძე ვეგეტარიანულ კვებაზე

332
site_715X400 (4)

გიორგი მახარაძემ და მარიამ ნადირაძემ ვეგეტარიანულ კვებაზე  „შაბათის კვირაში“ ისაუბრეს:

მარიამ ნადირაძის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, ხორცზე უარის თქმას, მაგრამ ეზარებოდათ ნაბიჯის გადადგმა და  კომფორტის ზონიდან გამოსვლა.

„რაც დრო გადიოდა, ხორცის ჭამა არ გვსიამოვნებდა. ერთ დღესაც გიორგი მოვიდა სახლში და თქვა, მორჩა, მე ხორცს აღარ ვჭამო“. – იხსენებს მარიამი.

გიორგი მახარაძე:

„რთულია, ხორცზე უარის თქმა, მაგრამ  სულ დისკომფორტი მქონდა ცხოველებისადმი სიყვარულის გამო და მერე უკვე ინფორმაცია მოვიძიეთ უამრავი, რა გვეჭამა, რომ ჩაგვენაცვლებინა ხორცი.

ხორცის მავნებლობაზე თუ სარგებელზეც მოვიძიეთ ბევრი ინფორმაცია.

ის რომ ხორცის გარეშე ვიტამინს ვერ მიიღებ, ზღაპარია. ცხოველი იღებს ბალახიდან იმას, რასაც ჩვენ ცხოველისგან ვიღებთ“.

მარიამ ნადირაძე:

„რომელიც ხორცს არ ჭამს, უფრო აკონტროლებს კვების რაციონს, სულ ცდილობ ორგანიზმი შეავსო იმ ვიტამინებით, რასაც ხორცი გვაძლევს.

გიორგი მახარაძე:

„ხორცს, რომ არ ჭამ როგორ ვარჯიშობო, ბევრს უთქვამს. მე როცა ხორცის ჭამას დავანებე თავი, მაშინ დავიწყე აქტიური, სპორტსმენის რეჟიმში ვარჯიში. ალბათ ხუთჯერ მეტი ენერგია და გამძლეობა მქონდა.“

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g