LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელის ფინანსრური მდგომარეობა 12 მილიონით გაუმჯობესდა

51

მიმდინარე წლის მარტში, ადელმა თავისი ტურნეს „25“ ფარგლებში უკანასკნელი კონცერტი გამართა და განაცხადა, რომ კონცენტრირება ოჯახზე სურს. უკანასკნელ წელს ვარსკვლავს არ ჩაუწერია ახალი სიმღერები, თუმცა მისი პირადი ანგარიში გამუდმებით იზრდება და ეს ყველაფერი 2015 წელს გამოშვებული ალბომის ხარჯზე.

თავად მომღერალს არაერთხელ უთქვამს, რომ აღარ სურს ტურნეებში სიარული და უნდა, რომ ოჯახის წევრების გვერდით იყოს. ცოტა ხნის წინ, ადელს არაბი მილიონერის საღამოზე გამოსვლის სანაცვლოდ 1,4 მილიონიც შესთავაზეს, თუმცა მაშინ ვარსკვლავის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომღერალი მებაღეობით არის გატაცებული და დრო არ აქვს.

როგორც ჩანს, წლების მანძილზე მოპოვებული სახელი ახლა ფულს ავტომატურად გამოიმუშავებს. უკანასკნელ წელს, მებაღეობით და არა მუსიკით, ადელის ფინანსური მდგომარეობა 12 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები