5 მაისს, ადელს 31 წელი შეუსრულდა. კოსტიუმირებული წვეულების შემდეგ, ინგლისელმა შემსრულებელმა ქსელში შავ-თეთრი ფოტოები გამოაქვეყნა და თაყვანისმცემლებს ემოციები გაუზიარა.
,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ პოსტში, ,,ოსკაროსანი” მომღერალი წერს, რომ 30 მისთვის საკმაოდ რთული და გამოცდებით სავსე იყო. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ 31 დიდებული იქნება, რადგან მისი თქმით, დროის სრულიად საკუთარი თავისთვის დათმობას აპირებს.



აღსანიშნავია, რომ ყველასთვის მოულოდნელად მან ახალი ალბომის გამოსვლის შესახებაც განაცხადა. გაირკვა, რომ მომავალი დისკის სახელწოდება წინა კრებულების მსგავსად ასაკობრივი იქნება და 30 ერქმევა. კრებულის რელიზის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ადელი მეუღლეს, საიმონ კონეკის დაშორდა, რომლისგანაც ვაჟი, ანჯელო ჰყავს.
ადელი ქმარს შორდება – ინფორმაციას მომღერლის წარმომადგენლები ადასტურებენ