„ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს“, – ამ სათაურით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქვეყნებს ფილმს, რომელშიც უნივერსიტეტის დამფუძნებლები, „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე საუბრობენ, როგორ გაჩნდა საუნივერსიტეტო ქალაქის იდეა და რით იქნება ის გამორჩეულ სხვა უმაღლესი სასწავლებლებისგან.
“მე ვფიქრობ ქუთაისი იყო საუკეთესო არჩევანი, ბევრი დაიხარჯა, მაგრამ იდეურად ძალიან სწორად განვითარდით. ადგილიც კარგი შევარჩიეთ. ეს იქნება საერთაშორისო უნივერსიტეტი და იმედი გვაქვს, ბევრი უცხოელი მოინდომებს ქუთაისში სწავლას”- ამბობს ბიძინა ივანიშვილი.
ფილმში საუბარია იმაზე, თუ როგორი იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და რა უძღოდა წინ მის მშენებლობას.
“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი უმრეცედენტო მოცულობისა. უნივერსიტეტის კამპუსის შექმნაზე ერთი მილიარდი ევრო სრულად დაიხარჯება. გადავწყვიტეთ უმაღლეს დონეზე აგვეწია სტუდენტების კომფორტი და ჩვენს კამპუსში ყველას ექნება ინდივიდუალური ბინები, სადაც მათთვის გათვალისწინებული იქნება ინდივიდუალური სამზარეულოები. აღნიშნული არ აქვს ძალიან ბევრ კარგ უნივერსიტეტს და ძალიან დიდ ფუფუნებას წარმოადგენს”
https://www.facebook.com/KutaisiInternationalUniversity/videos/422224005360187/?v=422224005360187