LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილობრივების ცნობით, სოფლების – ღოღეთისა და თამარაშენის მონაკვეთზე რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩდნენ

82
fgjfj

ქვემო ქართლში, სოფლების – ღოღეთისა და თამარაშენის მონაკვეთზე რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ. ადგილობრივების განცხადებით, ოკუპანტები საოკუპაციო ხაზთან, დღეს დილით სპეციალური ტექნიკით გამოჩნდნენ და სადემარკაციო სამუშაოების წარმოება დაიწყეს.

უფრო კონკრეტულად კი, ხნულების გავლება იმ ძელებს შორის, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თავად დააყენეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხნულები 7 კმ სიგრძის მონაკვეთს მოიცავს.

ადგილზე ვითარების გასაცნობად იმყოფებოდნენ ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენლები. როგორც მოძრაობის დამფუძნებელმა და სამოქალაქო აქტივისტმა, დავით ქაცარავამ განაცხადა, ისინი შეეცდებიან ოკუპანტების მიერ სამუშაოების წარმოება სოფელ თამარაშენში თავად დააფიქსირონ და შესაბამისად, ინფორმაცია გაავრცელონ.

“ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ რუსებმა ღოღეთისა და თამარაშენის მონაკვეთზე სამუშაოები განაახლეს. სამუშაოები ზემო ღოღეთიდან დაიწყო. ახლა კი, როგორც ვიცით, სამუშაოები თამარაშენისკენ მიდის, ამიტომ ახლა მივდივართ ტერიტორიაზე, რომ რუსები ფაქტზე “დავიჭიროთ და ეს ამბავი მთელს მსოფლიოს შევატყობინოთ”. – განუცხადა  “რუსთავი 2” – ს  ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ.

magti 5g