LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილობრივი მედია: კიმ ჩენ ინი 20 დღის შემდეგ საჯაროდ გამოჩნდა

219
კიმი

პირველად 20 დღის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი საზოგადოებაში გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ლენტი გაჭრა სასუქების ქარხნის გახსნისას.

კიმ ჩენ ინი საჯაროდ 12 აპრილის შემდეგ არ გამოჩენილა. სხვადასხვა მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გულის ოპერაციის შემდეგ კრიტიკულად იყო. აღნიშნული ინფორმაცია სამხრეთ კორეაში უარყვეს.

ოფიციალური ჩრდილოეთ კორეა არ ადასტურებს, რომ კიმ ჩენ ინი ავადაა: რატომ „გაქრა“ ბელადი 

კიმ ჩენ ინი ცოცხალი და ჯანმრთელია – სად არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g