LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ ჩენ ინი ცოცხალი და ჯანმრთელია – სად არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერი

689
cropped-image-l

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ცოცხალი და ჯანმრთელია. ამის შესახებ Fox News-ს, საგარეო საკითხებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა განუცხადა.

პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ კიმ ჩენ ინი 13 აპრილის შემდეგ ვოსანში,კანოვოდოს პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში იმყოფება.

რამდენიმე დღის წინ, საერთაშორისო მედიაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ავადაა, დღეს კი კიმ ჩენ ინის შესაძლო გარდაცვალების შესახებ დაუდასტურებელი ცნობებიც გავრცელდა.

სამხრეთ კორეული გამოცემების ინფორმაციით კი კიმ ჩენ ინი ცოცხალია, თუმცა ის ოპერაციის შემდეგ, საკმაოდ მძიმე რეაბილიტაციის პერიოდს გადის.

მისი ცუდად ყოფნის შესახებ ეჭვები იმ ფაქტმაც გაამძაფრა, რომ 15 აპრილს, კიმ ჩენ ინი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, „მზის დღეზე“ არ გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g