LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილობრივი წარმოება, ხელმისაწვდომი ფასი, დროული მიწოდება: „მოლეკულა“ სამშენებლო პროდუქციას გთავაზობთ

480
244471241-608017800374987-3269791602970073013-n

„მოლეკულა“ მომხმარებელს 12-მდე სახეობის პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის წებოს, საგრუნტავი კონცენტრატის და საღებავის სხვადასხვა სახეობებს.

აღსანიშნავია, რომ „მოლეკულა“ წარმოადგენს ეროვნული წარმოების სამარკო ნიშანს, მისი სახელწოდების ქვეშ იწარმოება სამშენებლო პროდუქცია. ნედლეულის იმპორტი კი ხორციელდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ ეტაპზე, საწარმოში დასაქმებულია 11 ადმიანი. კომპანიას გააჩნია მჭიდრო კავშირი რამდენიმე ევროპული ქვეყნის წამყვან ლაბორატორიებთან, რომელთა გვერდში დგომითა და მხარდაჭერით დაგეგმილია „მოლეკულას“ პროდუქციის არეალის გაზრდაც.

რაც შეეხება იმას, თუ რითი განსხვავდება „მოლეკულას“ პროდუქცია კონკურენტებისგან, „ფორტუნას“ კომპანიაში შემდეგი რამ უთხრეს: „მოლეკულას დაარსების დღიდან, უპირველესად ყურადღება გამახვილდა პროდუქციის ხარისხზე, რათა დაგვემსხვრია მითი ქართული პროდუქციის უხარისხობის შესახებ. მოლეკულას განმასხვავებელი ნიშნებია: ადგილობრივი წარმოება, ხელმისაწვდომი ფასი, დროული მიწოდება და ინდივიდუალური პროდუქტის შექმნა, დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად“.

„მოლეკულას“ მენეჯმენტის ინფორმაციითვე, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, ამჟამად, ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.

ცნობისთვის, „მოლეკულა“ აერთიანებს მცირერიცხოვანი ადამიანების ჯგუფს, რომელთა მეშვეობითაც ჩამოყალიბდა ეს ბრენდი და ის დღემდე განაგრძობს გზას განვითარებისკენ. ბრენდის თავდაპირველი პროდუქტი იყო წებო ემულსია (PVA), რომლის ბაზარზე წარმატებული ოპერირების შედეგად დაინერგა საგრუნტავი კონცენტრატის და საღებავის წარმოება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g