LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

adjarabet.com -მა ყველა სარეკლამო სივრცე კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს დაუთმო

611
0-2

კომპანია „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება და გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე, ასევე მის ხელთ არსებულ ყველა სარეკლამო არხში განათავსა კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია.

„სრულად ვიზიარებთ სოციალურ პასუხისმგებლობას და მიგვაჩნია, რომ ასეთ დროს ინფორმაციის ფლობა საუკეთესო ინსტრუმენტია თავის დასაცავად. სწორედ აქედან გამომდინარე, დავიწყეთ კამპანია და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სარეკლამო არხში ვანთავსებთ ინფორმაციას იმ მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესახებ, რაც აუცილებელია დაიცვას თითოეულმა ადამიანმა, ვირუსის კიდევ მეტად არ გავრცელბის მიზნით. ვფიქრობთ, ამ მასშტაბური საკომუნიკაციო ქსელით მაქსიმალურად მივაწვდენთ ხმას ყველას და საზოგადოება დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას. ერთად და რეკომენდაციების დაცვით, ყველაფერი შესაძლებელია,“- აცხადებენ „აჭარაბეთში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g