LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადრე, ერთ-ერთმა მწვრთნელმა გიორგის უთხრა „შენ არ ხარ ის ფეხბურთელი, რომელმაც ევროპაზე უნდა იფიქროსო“.. აი მანდ მოხდა მისი გარდატეხა“ – რა ამბავს იხსენებენ გიორგი ქოჩორაშვილის მშობლები

410
დაჩი სოფრომაძე (2)

გიორგი ქოჩორაშვილის მშობლებმა ფეხბურთელის კარიერული წინსვლის ერთ-ერთი ეტაპი გაიხსენეს. როგორც ქოჩორაშვილის მშობლებმა აღნიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ გიორგის, როგორც ფეხბურთელს გული გაუტეხეს, ის არ გატყდა და სწორედ იმ მომენტიდან დაიწყო მისი გარდატეხა.

„ერთ-ერთმა მწვრთნელმა გიორგის უთხრა

იმ დღეს გიორგის გავუარე, მანქანაში ჩაჯდა. კარგად ვიცნობ ჩემს შვილს. შევხედე და არ მომეწონა, ვკითხე რა ხდებოდა.

მითხრა: „მამა, ჩემთაგნ თუ ფეხბურთელი არ გამოვა, ხომ არ ჯობია სწავლას მივხედოო“.

ეს შეიძლება ჩემი შვილისთვის დამღუპველი ყოფილიყო. გიორგი რომ ფსიქოლოგიურად ძლიერი არ ყოფილიყო, არ ვიცი რა მოხდებოდა. ამ დროს ვუთხარი, რომ მას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდებოდა და ზუსტად იმისთვის ეთამაშა, რომ მათ დაენახათ, რომ გიორგის შეუძლია და ისინი ცდებიან.

იმ მომენტში გული გაუტეხეს, თუმცა ვიცოდით, რომ არ შეეშვებოდა, აი მანდ მოხდა გარდატეხა – ამ ბიჭმა უნდა დადოს წარმატება და თქვას თავისი სათქმელი“, – აღნიშნავენ გიორგის მშობლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g