LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ უნდა ამოვიცნოთ „სწორი“ სიყვარული, თუ გყავთ ასეთი ადამიანი, გაუფრთხილდით სამუდამოდ!“ – რას წერს ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე „სწორ“ სიყვარულზე

876
ნინი დგებუაძე

ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს გვიზიარებს, სადაც წერს როგორია სწორი სიყვარული, რომელიც გავსებს და არ გფიტავს.

„ხშირად ვწერთ იმაზე, თუ რა გვტკენს, რა არის ტოქსიკური და როგორ უნდა დავაღწიოთ თავი რთულ კავშირებს.

მაგრამ იშვიათად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორია „სწორი“ სიყვარული ის, რომელიც არ გფიტავს, არამედ გავსებს. მინდა გაგიზიაროთ ერთი ადამიანის „აღსარება“, რომელიც ბედნიერია და რომელიც ზუსტად იმას გრძნობს, რასაც ფსიქოლოგიაში „ჯანსაღ მიჯაჭვულობასა“ და „უსაფრთხო სივრცეს“ ვეძახით.

წაიკითხეთ, იქნებ საკუთარი თავიც იპოვოთ ამ სიტყვებში… ❤️

„იცი, ადრე მეგონა, რომ სიყვარული აუცილებლად დრამა იყო. მეგონა, თუ გული არ გიკანკალებს შიშისგან, თუ ტელეფონს არ დაჰყურებ მოლოდინით და თუ კვირაში ერთხელ მაინც არ ტირი გაურკვევლობისგან, არ ვეჭვიანობ, ესე იგი არც გიყვარს.

როგორ ვცდებოდი…

ახლა სულ სხვა რამეს ვგრძნობ.

პირველად ცხოვრებაში, ჩემს ურთიერთობაში მშვიდად ვარ.

და ეს სიმშვიდე ყველაზე დიდი ფუფუნებაა, რაც კი ოდესმე მიგვრძნია.

ჯანსაღი სიყვარული თურმე ის კი არ არის, ვინმემ შენი „ნახევარი“ შეავსოს, არამედ ის, როცა ვიღაცას შენი მთლიანობა მოსწონს და უყვარს.

მასთან მე არ მიწევს ფეხისწვერებზე სიარული.

არ მეშინია, რომ თუ ჩემს სისუსტეს ვუჩვენებ, ის ამას ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებს.

პირიქით, მის გვერდით ჩემი მოწყვლადობა ჩემი ძალაა.

აღარ მაქვს ის მუდმივი კითხვა „ნეტავ რას ფიქრობს?“. ჩვენ ვსაუბრობთ, ყველაფერზე. მაშინაც კი, როცა ერთმანეთს არ ვეთანხმებით. კონფლიქტი აღარ ნიშნავს დაშორების შიშს, ის ნიშნავს ერთმანეთის უკეთ გაცნობას.

ყველაზე საოცარი ისაა, რომ რაც უფრო ახლოს ვარ მასთან, მით უფრო მეტად ვარ „მე“. ის არ მზღუდავს, არ ცდილობს ჩემს შეცვლას. მისი სიყვარული არის ქარი ჩემს ზურგს უკან, რომელიც მეხმარება, ჩემი საკუთარი ოცნებებისკენ ვიფრინო.

პირველად ვგრძნობ, რომ მხედავენ. არა ისეთს, როგორიც „უნდა ვიყო“, არამედ ნამდვილს, დილით გაბურძგნულს, დაღლილს, გაბრაზებულს ან მეტისმეტად მხიარულს და ამ ყველაფერში ის სილამაზეს პოულობს.

ბედნიერება თურმე არ არის ის „პეპლები“, რომლებიც მალე კვდებიან.

ბედნიერება ის ღრმა ამოსუნთქვაა, როცა სახლში ბრუნდები და ხვდები, რომ იქ შენი ნავსაყუდელია.

ჯანსაღი ურთიერთობა არ ნიშნავს იდეალურ ცხოვრებას უპრობლემოდ.

ეს ნიშნავს ორ ადამიანს, რომლებიც ირჩევენ, რომ ერთმანეთის ცხოვრება კი არ გაართულონ, არამედ პირიქით ერთმანეთს, სამყაროსთან გამკლავება გაუადვილონ.

მე მიყვარს და რაც მთავარია, ამ სიყვარულში თავს დაცულად ვგრძნობ. ეს ყოფილა ყველაზე დიდი ბედნიერება.

მოკლედ, რომ ვთქვა, მაქვს განცდა სულ მისმენენ და აღიარებენ ჩემს ყველა განცდას.

ვგრძნობ, რომ თავისუფალი ვარ და არ მეშინია ვიყო სუსტი და არც იმისგამო შეშინდება თუ ძალიან ძლიერი ვიქნები. მისი ასეთი ბუნება მოტივაციას მმატებს და მინდა ყოველ დღე უკეთესი ვიყო, მოვუარო ჩვენს ურთიერთობას და არ ვატკინო რადგან ისიც მუდმივად ასე ფრთხილობს ჩემზე! არც დიდი სკანდალი და არც პატარა კრიტიკა არ გვასუსტებს და ერთმანეთი მუდმივად გვინდა, გვაინტერესებს ! “

გისურვებთ ნამდვილ, წრფელ , უსაფრთხო და ერთგულებით სავსე სიყვარულში ვხოვრებას!

იგრძენით და დააფასეთ ის ვინც, სიმშვიდეს გგვრით.

თუ გყავთ ასეთი ადამიანი, გაუფრთხილდით სამუდამოდ !

და თუ ჯერ კიდევ ეძებ, უკვე იცი რას უნდა ფლობდე ურთიერთობაში და როგორია ჯანსაღი კავშირის გემო“, – წერს დიდი დგებუაძე.

„ჩვენ უნდა ვიყენებდეთ სოციალურ ქსელებს, როგორც ინსტრუმენტს და არა სოციალური ქსელები გვიყენებდნენ ჩვენ, როგორც რესურსს…“ – რა ხერხებით შეიძლება, ადამიანი სოცქსელებისგან დისტანცირდეს, რას ამბობს ფსიქოლოგი, ნინი დგებუაძე

„რატომ სჭირდებათ ადამიანებს იმ ცხოვრების დემონსტრირება სოციალურ ქსელებში, რომელიც არ აქვთ? სხვის მანქანაში პოზიორობა, ფოტოები მხოლოდ ლამაზ ლოკაციებზე, სხვისი სახლი…“ – ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე „ფეისბუქ“-მოწონებაზე, როგორც დროებით დამამშვიდებელზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g