ადრიანა ლიმამ ,,ინსტაგრამის” გამომწერებს ემოციური ფოტო გაუზიარა. სურათზე, ბრაზილიელი სუპერმოდელი ქალიშვილებთან, 9 წლის ვალენტინასთან და 6 წლის სიენასთან ერთად პოზირებს.
,,გამიმართლა, რომ თქვენი დედა ვარ” – ასე აღწერს პოსტს 38 წლის ლამაზმანი, რომელსაც გოგონები მარკო იარიჩისგან ჰყავს.
View this post on Instagram
♥ Back home with the love of my life Valentina and Sienna, I am so lucky to be your mama ♥ ????
A post shared by Adriana Lima (@adrianalima) on
ცნობისთვის, ,,ვიქტორიას სიკრეტის” ექს-ანგელოზისა და ყოფილი სერბი კალათბურთელის სიყვარულის ისტორია 5 წელს ითვლის. ისინი 2009 წლის მაისში დაქორწინდნენ, 2014 წლის 2 მაისს კი ხუთ წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, დაშორების შესახებ განაცხადეს. ისინი საბოლოოდ 2016 წლის მარტში განქორწინდნენ.
