მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი სკოლის ბრალეულობაზე საუბრობს. მისი თქმით, მარიანა ჩოლოიანმა გამოძიება სწორედ სკოლის დაჟინებული მოთხოვნით დაიწყო, რომელიც ზიანის ანაზღაურებაზე აპელირებდა. საუბარია დაახლოებით 300 ლარის ზარალზე, რაც სკოლას მიდგა.
15 წლის მოზარდს გული გაუჩერდა – იაშვილის კლინიკის დირექტორი
„შეტყობინება რომ შევიდა პოლიციის განყოფილებაში, დაახლოებით 11:00 საათი იყო, მთელი ამ დროის განმავლობაში საგამოძიებო ორგანო ცდილობდა, რომ მსგავსი სახის რეაგირება სხვანაირად მომხდარიყო არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალსწინებით. სკოლის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე მარიანა ჩოლოიანმა დაიწყო გამოძიება. იქამდე ცდილობდა, რომ სხვა ალტერნატიული ღონისძიებების გამოყენებით არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მორიგებით დასრულებულიყო საქმე. გამოძიება დაიწყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დაჟინებული მოთხოვნა დააფიქსირა სკოლის ადმინისტრაციამ და ზიანის ანაზღაურებაზე აპელირებდა. ისინი ითხოვდნენ სამართლებრივ რეაგირებას,“ – განაცხადა გვაზავამ.
მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს
მისივე თქმით, ვინაიდან არასრულწლოვანი ამ ფაქტთან კავშირს უარყოფდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მზაობას ოჯახიც არ გამოთქვამდა.
პეტრე კოლხი: ყველა დამნაშავეა. ერიც, ბერიც… მეც, შენც