LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: გრიგოლ ნარსია ბრალდების ფორმულირებას ტერორიზმთან დაკავშირებით, კატეგორიულად უარყოფს და არ ეთანხმება

126
narsia_w_h

ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე დაკავებული გრიგოლ ნარსია წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

ის ამბობს, რომ მან აიყვანა მძევლები, ითხოვდა გულს დიდი ოდენობით და ასევე იყო შეიარაღებული, თუმცა როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, გრიგოლ ნარსია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას არ ადასტურებს, ასევე არ ეთანხმება ტერორიზმის მუხლს.

“პოლიციის მუშაკებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მისი აყვანა მოხდა ისე მოულოდნელად, რომ სურვილიც, რომ ჰქონოდა ვერ მოახერხებდა.

რაც შეეხება ბრალდების ფორმულირებას, ტერორიზმთან დაკავშირებითაა საუბარი, რაზედაც კატეგორიულად უარყოფს და აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება. ადასტურებს, რომ მოხდა შეჭრა, თანხის მიზნით.

რაც შეეხება საბრძოლო მასალას, დაზუსტებით ინფორმაცია არ მაქვს, ახლა გადმოგვცეს კიდევ საქმის მასალები, არ ვიცი, ვარგისია თუ არა ეს საბრძოლო მასალა თუმცა, ის რომ მას ჰჰქონდა სიცოცხლისათვის საშიში შეიარაღება, ასეთი საქმის მასალებში არ დევს.

არასწორია ინფორმაცია, რომ გამოიკითხა ადვოკატთან ერთად, ომ დროს მასთან ადვოკატი არ იყო”, – განაცხადა დალი სულაქველიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g