LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: მოზარდების მკვლელობის მოწმეები სასამართლოზე გამოგონილ ინფორმაციას ჰყვებიან

100

იშვიათად მინახავს საქმე, სადაც აბსოლუტურად ყველა მოწმე, რომელიც დაიკითხა სასამართლოში კატეგორიულად ცვლის გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას უმნიშვნელოვანეს მომენტებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთ ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ თქვა.

“დღევანდელ სხდომაზე დავკითხეთ ორი პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩხუბში. მათ მოახსენეს სასამართლოს თუ რატომ დაიწყო კონფლიქტი ბიჭებს შორის, რამ გამოიწვია და როგორ დასრულდა. მათი ჩვენებები არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დაცვის მხარისთვის, რადგან ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ამ მოწმეებმა დაადასტურეს, მთლიანად ჯდება დაცვის მხარის სტრატეგიაში და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მთავარი მოწმეების ჩვენებებს. მე იშვიათად მინახავს სისხლის სამართლის საქმეში მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ასე კატეგორიულად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. იშვიათად მინახავს საქმე, სადაც აბსოლუტურად ყველა მოწმე, რომელიც დაიკითხა სასამართლოში კატეგორიულად ცვლის გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას უმნიშვნელოვანეს მომენტებთან დაკავშირებით. რომელი ჩვენება არის ბრალდებულის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ, ეს არის შეფასების საგანი. დაცვის მხარეს მიგვაჩნია, რომ ვინაიდან მოწმეები ხშირ შემთხვევაში გამოგონილ ინფორმაციას აწვდიან სასამართლოს და გამოძიებას, რაც უფრო მეტ ასეთ მოწმე წარმოადგენს დაცვის მხარე, მით უფრო მეტ წინააღმდეგობაში აღმოჩნდება ბრალდების მხარე”

მისივე განცხადებით, არსებობს განცდა, რომ კონრეტული პირები მოწმეებს აზეპირებინებენ ჩვენებებს.

 

“სიმართლე არის ძალიან ძლიერი და როგორც არ უნდა დააზეპირებინონ მოწმეებს კონკრეტული ჩვენება, ჯვარედინი დაკითხვისას ისინი აუცილებლად წინააღმდეგობაში მოვლენ ერთმანეთთან”,- აღნიშნა კაკაბაძემ. 

mazda magti 5g