LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატის ცნობით, 17 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა ბრალდებას არ აღიარებს

262
დაკავება

17 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა ბრალდებას არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა.

ბრალდებულის ინტერესების დამცველი დეტალებზე არ საუბრობს, მათ შორის, არ აკონკრეტებს, თუ რის საფუძველზე მოხდა მამაკაცის მძიმე ბრალდებით დაკავება.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ აღიარებს, სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაპატიეთ. სასამართლო პროცესი გუშინ ჩატარდა“, – აცხადებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ადვოკატი.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მოზარდს ოჯახში პრობლემები, უფლებადამცველმა უპასუხა, რომ ეს „ამ ეტაპზე, მისთვის ცნობილი არ არის“.

რაც შეეხება ექსპერტიზას, მოითხოვს თუ არა მის ჩატარებას უფლებადამცველი ბრალდებული მამისთვის, ადვოკატს ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ აქვს.

„სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ბავშვს ემუქრებოდა“ – შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს, მოზარდმა რამდენიმე დღის წინ იმშობიარა

17 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა, კლინიკა კი დღეს, 5 თებერვალს დატოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„არაფრის განსაზღვრა არ ხდება ერთ და ორ საათში, მტკიცებულებებს შევაჯამებთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა მოვითხოვოთ. ჯერ არ მომითხოვია“. – აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, შემთხვევა დასავლეთ საქართველოში მოხდა. 17 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. არასრულწლოვანმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი ამ დროისთვის დაკავებულია. გამოძიება ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15-იდან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 4 თებერვალს შეეფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g