LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატის თქმით, სააკაშვილი პროტესტის ფორმების უფრო გამწვავებას არ გამორიცხავს – განიხილება მშრალი შიმშილობაც

103
BeFunky-collage (15)

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი აცხადებს, რომ შესაძლებელია პროტესტის ფორმები შეიცვალოს და მათ შორისმ მშრალი შიმშილობაც განიხილება.

ამის შესახებ შოთა თუთბერიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამის გაკეთება არ მოუწევს:

“პროტესტის სხვა ფორმებს რაც შეეხება, ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ არსებობს ამის საშუალებები. იმედია, საქართველოს მე-3 პრეზიდენტს ამის გაკეთება არ დასჭირდება, მათ შორის, მშრალი შიმშილობაც განიხილება.” – თქვა ადვოკატმა.

როგორც თუთბერიძემ განაცხადა, პროტესტის ამ ფორმის განხილვა უკავშირდება იმ ადგილის დალუქვას, საიდანაც საააკაშვილი ადვოკატებს წერილებს აწვდიდა. მისი თქმით, ადგილი ბადით დახვდათ დახურული. 

ადვოკატის თქმით, ეს იყო ერთადერთი დაცული კომუნიკაცია, რადგან ის ოთახი, სადაც შეხვედრები აქვთ, ისმინება, ბადეში კი წერილი ვერ გაეტევა:

“ციხის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს ბადე ემსახურება კოვიდისგან დაცვას. ეს არის სამედიცინო აბსურდი, რადგან ბადე არ შეიძლება იყოს ვირუსის შემაკავებელი. ამ ბადეში უბრალოდ წერილს ვერ გაატევ. ეს იყო ერთადერთი დაცული კომუნიკაცია, რადგან ის ოთახი, სადაც შეხვედრები გვაქვს, ისმინება და ჩვენი კომუნიკაციის შემდეგ, მეორე დღეს პრემიერ-მინისტრი განცხადებებს აკეთებს-ხოლმე.

სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს: გამბედაობა რომ გქონდეს, ამ ფასიან მიტინგზე გამიყვანდი და იქ გამიმართავდი დებატებს

"ფანჯრები ამომიგმანე და გამიშავე, ტელეფონი გადამიჭერი, სასამართლოში კი არა, ჩვეულებრივ საავადმყოფოში გეშინია ჩემი გადაყვანა" - წერს სააკაშვილი.

ეს არის სამართლებრივი აბსურდი, რადგან ყველა დაკავებულ ადამიანს აქვს ადვოკატით სარგებლობისა და მასთან კონფიდენციალური ურთიერთობის უფლება. არ შეიძლება ამ კონფიდენციალურობის დარღვევა. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ძალიან იაფფასიან ხრიკს მიმართა. ეს არის ფაქტი, რომელიც ძალიან ცოტა ავტორიტარულ ქვეყანაში მოხდებოდა. იმედია, ხელისუფლება კეთილგონიერებას გამოიჩენს და საშინელი დარღვევა ძალიან მალე აღმოიფხვრება, რათა ადვოკატებმა შევძლოთ მუშაობის ჯეროვანი გაგრძელება. სხვა შემთხვევაში, კანონის გათვალისწინებულ ყველა გზას მივმართავთ, მათ შორის – საქართველოს მე-3 პრეზიდენტიც არ გამორიცხავს, რომ პროტესტის ფორმები უფრო გაამწვავოს. ადვოკატებიც განვიხილავთ ძალიან ბევრ შესაძლებლობას.

მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს შესწავლა და გამოკვლეულ იქნას, თუ რამდენად კანონიერი და ლეგიტიმური არის ხელისუფლების ეს ქმედება. ჩვენთვის ცხადია, რომ ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკური რეპრესიისა, რომელიც მე-3 პრეზიდენტის მიმართ ხორციელდება, გაუმართლებელი ჩარევა მის უფლებებში და აგონიაში მყოფი ხელისუფლების უბრალოდ კრუნჩხვა, რომელსაც შედეგი ვერ მოჰყვება, რადგან აუცილებლად გამოინახება გზა, რომ მიხეილ სააკაშვილს ადვოკატებთან კომუნიკაცია ჰქონდეს”,- განაცხადა თუთბერიძემ.

magti 5g