LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აეროპორტის გზატკეცილზე დღეიდან მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება

122
img_6580-copy

დღეს 11:00 საათიდან 31 ივლისის ჩათვლით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თბილისში, (აეროპორტის გზატკეცილზე) ნაწილობრივ აიკრძალება. აკრძალვა გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარეობს.

სამუშაოები განხორციელდება საავტომობილო გზის ჯერ ერთ მიმართულებაზე – ქალაქის ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით, რა დროსაც მეორე ზოლი გახდება ორმხრივი.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა აიკრძალება გზის მეორე ზოლზე – აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით, რა დროსაც მოძრაობა გადაერთვება უკვე რეაბილიტირებულ გზაზე ორმხრივად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g