LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აეროპორტში კონტროლის სისტემა სულ მალე ავტომატურ რეჟიმში იმუშავებს

34

ლუქსემბურგის აეროპორტში კონტროლის სისტემა სულ მალე ავტომატურ რეჟიმში იმუშავებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი ტექნოლოგიების საშუალებით სასაზღვრო კონტროლის გავლა ბევრად უფრო სწრაფად მოხდება. ახალი სისტემის გამოცდას მგზავრები მომავალი წლიდან შეძლებენ და როგორც იდეის ავტორები ირწმუნებიან, სიახლეს ადამიანის ვინაობის ამოსაცნობად მხოლოდ 18 წამი დასჭირდება.

გამოცემა „Wort.lu”-ს ინფორმაციით, ლუქსმებურგის აეროპორტი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ მგზავრს ემსახურება, ამიტომ ავტომატიზირებული კონტროლის დანერგვა სწორედაც რომ ძალიან დროულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები