კუბის დედაქალაქ ჰავანაში, სასტუმრო „სარატოგაში“ მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 9 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 – დაშავდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კუბის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, სასტუმროში მომხდარი აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვაა.
მოწმეების თქმით, მძლავრი აფეთქება მოხდა, რომელმაც სასტუმროს გარეთ ავტობუსები და მანქანები დააზიანა.