ავღანეთის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების შედეგად ქაბულის გუბერნატორის მოადგილე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
როგორც თავდასხმის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მაჰბუბულა მოჰები სამსახურში ავტომანქანით გადაადგილდებოდა. მათ თან ახლდა დაცვის 2 წევრი.
ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ეს არ არის მაღალჩინოსანზე თავდასხმის პირველი ფაქტი ავღანეთში.
რამდენიმე კვირის წინ, სამსახურში მიმავალი პროკურორი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
გასულ კვირას ასევე თავს დაესხნენ ავღანელ ჟურნალისტსა და უფლებადამცველს მალალაი მაივანდს, რომელიც მძღოლთან ერთად მოკლეს.
ვრცლად იხილეთ:
მორიგი თავდასხმა ჟურნალისტზე: შეიარაღებულმა პირებმა ავღანეთში მალალაი მაივანდი მოკლეს