LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქების შედეგად დაშავებული ორივე პაციენტი ღუდუშაურის კლინიკიდან გუშინვე გაწერეს

აფეთქებაა

დიდ დიღომში გუშინ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულმა ორივე პაციენტმა ღუდუშაურის კლინიკა გუშინვე დატოვა.

როგორც რადიო “ფორტუნას” ღუდუშაურის კლინიკიდან აცნობეს, აფეთქების შემდეგ მათ კლინიკაში ორი პაციენტი იყო მოთავსებული, რომელთაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.

„დაშავებულებს საჭირო გამოკვლევები ჩაუტარდათ და რამდენიმესაათიანი დაკვირვების შემდეგ კლინიკიდან გუშინვე გაეწერნენ“, – განაცხადეს ღუდუშაურის საავადმყოფოში.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში  აფეთქება საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი ბავშვია. ასევე, დაშავდა 8, მათგან 6 მცირეწლოვანია.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქება გუშინ საღამოს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ამ დრომდე იაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი დაშავებული მცირეწლოვანი რჩება. გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

 

magti 5g