LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფგან მუხთარლის მეუღლე საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს

54

საქართველოდან გატაცებულ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლეს პრემიერმა საქართველოს მოქალაქეობის მიღება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

ლეილა მუსტაფაევა შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც მას და მის ადვოკატებს შს მინისტრის მოადგილე გაესაუბრა. ლეილა მუსტაფაევა ხელისუფლებას ადეკვატურ და დროულ გამოძიებას სთხოვს.

“შს მინისტრმა მოგვიწვია და პრემიერის სახელით გვესაუბრნენ. მინისტრის მოადგილემ გვითხრა, რომ მე და ჩემმა ქალიშვილებმა საქართველოს მოქალაქეობა მივიღოთ. ჩემი პასუხია, რომ არ შემიძლია გავხდე იმ ქვეყნის მოქალაქე, საიდანაც ჩემი ქმარი გაიტაცეს”, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

სამინისტროში საუბარი ჟურნალისტის ოჯახის უსაფრთხოებასაც შეეხო.

“ჩვენ გვითხრეს, რომ უკვე მიიღეს უსაფრთხოების ზომები და ძალიან მცირე რისკი არსებობს ჟურნალისტებისა და აქტივისტებისთვის აზერბაიჯანიდან, რომლებიც ახლა საქართველოში იმყოფებიან”, – განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი თბილისიდან 28 მაისს, სპეცრაზმელებმა გაიტაცეს. მას აზერბაიჯანულმა სასამართლომ უკვე მიუსაჯა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები