LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ – პრეზიდენტი

78
87951191-4978689732148497-8960950462782111744-o

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტის წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა,  რომ ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და მისი მთავარი საყრდენია.

„მიღწეული გზის შეფასება არ იქნება საკმარისი, თუ არ ვიქნებით თავდაჯერებულები და არ გვექნება საკუთარი თავის რწმენა, ანუ ეროვნული იდეოლოგია – სიტყვა, რომელიც დაგვავიწყეს და რომელიც მყარ ნიადაგზე, წარსულის საფუძველზე მომავლის აშენებას ნიშნავს.

სწორად გააზრებული, გაცნობიერებული ისტორია ედება საფუძვლად ერის მომავალს.

ერთობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, ქვეყანამ დაიბრუნოს საკუთარი ღირებულებები, რომლებიც შეკრავს საზოგადოებას და, შესაბამისად, სახელმწიფოს.

ამ იდენტობასა და ღირებულებებზე დგას ქართული ჯარი. ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და მისი მთავარი საყრდენია. საზღვრების დაცვა იწყება ერისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით – როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

რუსეთის პოლიტიკა ჩვენს დამოუკიდებლობასთან კვლავინდებურად შეუგუებელია - სალომე ზურაბიშვილი

"საქართველოს წინაშეა უმძიმესი გამოწვევები: ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები".

მისი თქმით, 25 თებერვალს, ოკუპაციის დღეს, იმყოფებოდა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში და კადეტთა სკოლაში. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, იქ დახვდა სულისკვეთება, რომლითაც უნდა იზრდებოდეს ახალი თაობა და იკვებებოდეს საზოგადოება.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ, რომელიც საფრთხეს კი არ შეუქმნის მათ, არამედ გზას გაუხსნის ევროპისკენ ანუ – კეთილდღეობისკენ.

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩაიშლება? – რატომ მოწამლეს ბჟანია მეორედ

როგორც ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს საერთაშორისო არენაზე გამოუყენებელი პოტენციალი აქვს.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სამშვიდობო ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ ამ ნაბიჯების მიღმა უნდა მოვემზადოთ უფრო საფუძვლიანი პოლიტიკის განხორციელებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები