ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე აფხაზეთის ე.წ. საზღვრიდან გაყვანილ ბატალიონზე წერს, რომ რომ აფხაზეთში ვეღარ დაბრუნდებიან, რადგან ის სრულად არის განადგურებული.
„აფხაზეთიდან რომ ბატალიონი გაიყვანა რუსეთმა, ის ბატალიონი ვეღარასოდეს დაბრუნდება უკან. მთლიანად გაუნადგურებიათ უკრაინელებს.
ოსეთიდან გაყვანილზე არ მაქვს ინფორმაცია, მხოლოდ ის ვიცი, ყოველდღიურად ოსეთისა და რუსეთის დროშა გადაფარებული ცხედრები ჩაყავთ ცხინვალში, რაც არ დაგიმალავთ და ცოტა მტკივა.
რაც შეეხება ჩეჩნურ შენაერთს, ე.წ. კადიროველების ნახევარი უკან გამობუნძულდა, ხოლო ნახევარი მთლიანად ამოწყდა“. – წერს დავით ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.