LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთის ომში 19 წლის ბიჭს, 17 ტყვია მოხვდა და დღემდე ჯანმრთელობისთვის იბრძვის: ”შენ შეგიძლია მისი გადარჩენა”

565
ლევან ბლუიშშვილი

ბიჭი, რომელზეც ახლა გიამბობთ, მეომერია.

ლევან ბლუიშვილი, 19 წლის ასაკში  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, აფხაზეთის ომში იბრძოდა. მის ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი პერიოდი იწყებოდა, უამრავი გეგმა ჰქონდა. თუმცა, ცხოვრებამ სხვა მიმართულებით წაიყვანა და ბრძოლისგან მწვავე ჭრილობები დაუტოვა.

მისი მომავალი, კლინიკებს დაუკავშირდა, სადაც უამრავი ოპერაცია აქვს ჩატარებული. თვალცრემლიანი დედა, რომელიც ბოლო წუთამდე იმედით ელის შვილის გამოჯანმრთელებას, არ ნებდება. ვეღარც ითვლის ოპერაციების რაოდენობას, რაც დღემდე ლევანს გაუკეთებია. თუმცა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და იმედის მომცემი პერიოდი აქვთ.

როგორც ლევანის დედა ქ-ნი ზაირა გვიყვება, სახელმწიფო უწყებების და კეთილი ხალხით მოვიდნენ დღემდე და ახლაც მათი იმედი აქვთ.

ლევანს ომის დროს, 17 ტყვია მოხვდა. 19 წლის ბიჭი, გაგრის მორგში გადაიყვანეს, რადგან გარდაცვლილი ეგონათ. თუმცა, თანამებრძოლებმა იპოვნეს. მათ ლევანის დედა ახლათ. სწორედ მან აღმოაჩინა სიცოცხლის ნიშნები და საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემდეგ, უამრავი ოპერაცია გაუკეთდა. ბიჭი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. დედისთვის მიღებული სტრესი კი სისტემატიურ ბრძოლაში გადაიზარდა.

”მარცხენა ხელი ამპუტირებული აქვს, თავისუფლად ვერც მარჯვენას ამოძრავებს. ამჯერად, მას ე.წ ”ჭკვიანი ხელი” სჭირდება, რომლის დახმარებითაც საკვების მიღებას დამოუკიდებლად შეძლებს”.

სამწუხაროდ, თავად ლევანი საკუთარ პრობლემებზე ვერ საუბრობს, ერიდება ხალხის შეწუხება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვალდებული ვართ გვერდით დავუდგეთ. იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

დაზიანებული წვივების მიუხედავად, კოჭლობით, მაგრამ მაინც დამოუკიდებლად გადაადგილდება.

”მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის ვინც, გვერდში გვიდგას. შედარებით, უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. სახელმწიფოც დაგვეხმარა, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე, ყველაფერი იმდენად გაძვირდა, რომ ვეღარაფერს ვახერხებთ.

თურქეთში უნდა წავიდეთ. იქ ერთი თვე მაინც უნდა გავჩერდეთ, რომ ეს პროცესი ჩავატაროთ. ამისთვის, 2000 – დან 3000 ლარამდე გვჭირდება. აღარ ვიცი, ვის მივმართო და რა მოვიფიქრო. პანდემიის გამო, ორი მოწვევა გავაუქმეთ. ახლა კიდევ, რომ გავაუქმოთ ვეღარასდროს შევძლებთ წასვლას. ეს კი ერთადერთი იმედია, რაც ჩემ შვილს ხელის ამუშავების საშუალებას მისცემს.

ჯერ უნდა მოარგონ ”ჭკვიანი ხელი” შემდეგ, ექიმების დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს.

ქალბატონმა ზაირამ ღელვისგან საუბარი ვეღარ შეძლო. თუმცა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვიძიეთ. იმედს ვიტოვებთ, რომ გულისხმიერი ადამიანები გამოჩნდებიან და ”გმირი მეომარის” ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლიან.

მსურველებმა შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ:

ლიბერთი ბანკი:

GE25LB2100048045060422

საქართველოს ბანკი:

GE19BG0000000820257300

მიმღები: ლევან ბლუიშვილი

ტელეფონის ნომერი: 598 47 45 19

magti 5g