აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ რაიონულ პროკურატურებსა და სოხუმის პროკურატურას დაავალა, შეისწავლოს აფხაზეთის ტერიტორიაზე იმ საკვები პროდუქციის რეალიზაციის საკითხი, რომლის ეტიკეტზეც დატანილია საქართველოს რუკა, სადაც აფხაზეთი საქართველოს ნაწილია.
როგორც რუსული მედია წერს, დაზუსტებულია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მედიაში ბიჭვინთის სასურსათო მაღაზიიდან პროდუქტის გამოქვეყნებამ გამოიწვია, რომლის თაროებზეც შესაბამისი გამოსახულების მქონე კონსერვები იყიდებოდა.
გარდა ამისა, პროკურორმა ასევე გასცა ბრძანება, დაეწყოთ ქართული ღვინოების შემოტანისა და რეალიზაციის კანონიერების შემოწმება, ასევე სკოლის გეოგრაფიის გაკვეთილებზე მეშვიდე კლასისთვის ატლასის გამოყენება, რომლის გარეკანზე საქართველოს დროშაა გამოსახული.
მანამდე კი აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ საქართველოსთან ომის დიდი ალბათობა, სანამ სოხუმსა და თბილისს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ.
ცნობისთვის, აფხაზეთის სასურსათო მაღაზიაში გადაღებული პროდუქცია ეტიკეტზე საქართველოს დროშით, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს.
გალში, შესაძლოა, ქართულ მხარესთან რეგულარული შეხვედრები აღდგეს
საქართველოს მოვუწოდებთ, ხელი მოაწეროს ძალის არ გამოყენებაზე ორმხრივ შეთანხმებას: ინალ არძინბა