LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფრიკაში 25 წლის ქალმა საკეისრო კვეთით 9 ტყუპი – 5 გოგონა და 4 ბიჭი გააჩინა

343
9twinc

აფრიკაში 25 წლის ქალმა საკეისრო კვეთით 9 ტყუპი – 5 გოგონა და 4 ბიჭი გააჩინა. ბედნიერი დედა „მხოლოდ“ 7 შვილის გაჩენას ელოდა, რადგან ულტრასონოგრაფიულმა კვლევამ სწორედ 7 ბავშვის არსებობა დაადასტურა.

25 წლის მალელი ქალბატონი, სახელად ჰალიმა სისე თავიდან ბამაკოს კლინიკაში იმყოფებოდა. შემდეგ კი თავად ქვეყნის პრეზიდენტის, ბა ნადუს განკარგულებით იგი მაროკოს კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დამატებითი კვლევები ჩაუტარდა.

მალის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამ ეტაპზე როგორც დედა, ასევე შვილები თავს კარგად გრძნობენ.

ჰალიმა სისეს მდგომარეობას თვალს მთელი ქვეყანა ადევნებდა, რადგან ამდენ ბავშვზე ორსულობა უიშვიათესი მოვლენაა და დიდი იყო მათი ნაწილის დაღუპვის რისკი. სწორედ ამიტომ, ქალბატონის მაროკოში გადაყვანა გადაწყდა, სადაც იგი 5 კვირის განმავლობაში სპეც-მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

მაროკოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, რაშიდ კოუდჰარის განცხადებით, ეს მაროკოელი ექიმებისათვისაც ძალიან საპასუხისმგებლო მისია იყო, რადგან მას არც კი სმენია, რომ ქვეყანაში რომელიმე დედას ერთდროულად 9 ბავშვი გაეჩინა.

„ბი ბი სის“ ცნობით გმირი დედა შვილებთან ერთად სამშობლოში უახლოეს ხანებში დაბრუნდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g