სამხრეთ აფრიკაში რასიზმი მძვინვარებს. ოღონდ ახლა პირიქით: თეთრებს ჩაგრავენ.
კრიკეტში სამხრეთ აფრიკის ნაკრების შემადგენლობაში ხუთზე მეტ თეთრკანიან მოთამაშეს ვერ ათამაშებენ.
ეს რა თქმა უნდა დისკრიმინაცია არ არის (ირონიულად).
რასისტული კვოტის შემოღების გადაწყვეტილება სამხრეთ აფრიკის კრიკეტის ფედერაციის დირექტორთა საბჭომ მიიღო. დეტალები არ არის ცნობილი, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით მოედანზე ხუთზე მეტი თეთრკანიანი მოთამაშე ვერ გავა, ხოლო დანარჩენ ფერადკანიანთა შორის ორი ან სამი აუცილებლად შავკანიანი უნდა იყოს.
სხვათა შორის, გასულ წელს სამხრეთ აფრიკელი პოლიტიკოსები ითხოვდნენ მსოფლიო თასიდან რაგბის ნაკრები მოეხსნათ, რადგან იქ 30% შავკანიანები არ იყვნენ. თუმცა რაგბის საერთაშორისო ფედერაციამ სარ-ის ნაკრების დისკვალიფიკაციაზე უარი თქვა.