მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დემენციის მქონე ბრიუს უილისი დამოუკიდებლად, სპეციალურად მოწყობილ სახლში, ოჯახისგან მოშორებით გადაიყვანეს საცხოვრებლად, მისის მეუღლე, ემმა ჰემინგი კრიტიკის სამიზნე გახდა. ის თავის მართლების პოზიციაში მყოფი აგრძელებს გულახდილი ინტერვიუების მიცემას და საუბრობს იმ რთულ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც მისი ოჯახი ახალი რეალობის წინაშე დააყენა.
„ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩვენი ქალიშვილების გამო. მათ სჭირდებათ თავისუფლება, ბავშვური ცხოვრება და არა მუდმივი ტკივილის ატმოსფეროში ყოფნა. ახლა აღარ ვარ მომვლელი და ცოლის მოვალეობის შესრულებას უფრო ვახერხებ“, – აცხადებს ემმა.
ემმა ჰემინგი აცხადებს, რომ მას ბრიუს უილისთან განქორწინება სურდა – უახლესი ინტერვიუ
„ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რაღაც ისე აღარ იყო, როგორ უწინ. თითქოს ჩვენი ქორწინება ინგრეოდა. ვეღარ ვსაუბრობდით ნორმალურად, ურთიერთობა შეიცვალა… მას გონება ძალიან დაუმძიმდა. ვერ ვხვდებოდი, რის გამო ვბრაზობდი, ძალიან ცუდად ვიყავი და ამით ყველაზე მეტად ვაზარალე საკუთარი თავი, ბრიუსი და ბავშვებიც. მე მასთან განქორწინება მსურდა“, – გაიხსენა ჰემინგმა.

