„ფორსაჟის“ ვარსკვლავები, „კანის 79-ე ფესტივალზე“ გამოჩნდნენ. „ფრენჩაიზის“ 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად ვარსკვლავები საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე შეიკრიბნენ, სადაც სულ ცოტა ხნის წინ „კანის საერთაშორისო კინოფესტივალმა“ აიღო სტარტი.
ვინ დიზელი, ფოტოგრაფების წინაშე 27 წლის მიდოუ უოკერთან ერთად პოზირებდა, რომელიც გარდაცვლილი მსახიობის, პოლ უოკერის ქალიშვილია.
ფოტო: პოლ უოკერის ქალიშვილი საკურთხეველთან ვინ დიზელმა მიაცილა
ცნობისთვის, ვინი და პოლ უოკერი ახლო მეგობრები იყვნენ. დიზელი მიდოუს ნათლიაცაა და მსახიობის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, მან მისი კანონიერი მეურვის როლიც იკისრა.
2021 წელს, როდესაც მიდოუ დაქორწინდა, სწორედ ვინ დიზელმა მიაცილა იგი საკურთხეველთან გარდაცვლილი მამის ნაცვლად.
ფოტო/ვიდეო: პოლ უოკერის ქალიშვილმა „ჟივანშის“ ჩვენება გახსნა – მოდელის შთამბეჭდავი დებიუტი
ფოტო: პოლ უოკერის ქალიშვილმა ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
