LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

150
d7dd502873674d213b28e52b74da4b4d-XL

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.

ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 29-30 აპრილის 09:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო პირველ მაისს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს. პენიტენციური სამსახური გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g