აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო! აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 21, 22, 23, 24 და 25 აპრილს თბილისი – ფოთი – თბილისის და 22, 23, 24 და 25 აპრილს თბილისი – ბათუმი – თბილისის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა, დამატებით რეისებს ნიშნავს. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში:
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით https://ticket.railway.ge/, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.