LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმაშენებლის გამზირის ნაწილი რამდენიმე საათით დაიკეტება

124

დღეს, 10:30 საათიდან 12:00 საათამდე, დავით აღმაშენებლის გამზირზე, სანკტ პეტერბურგის ქუჩის ჩასახვევიდან ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე, სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება.
როგორც  თბილისის მერიაში აცახდებენ, აღნიშნული ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებების გამო განხორციელდება.

მარათონი – „ჩემი გაზაფხული“ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, 2015 წლიდან მეოთხედ იმართება. აღნიშნული აქტივობის მიზანი ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა“, – აცხადებენ მერიაში. 

ღონისძიებაში მონაწილეობას ჩუღურეთის რაიონში არსებული სკოლის მოსწავლეები და რაიონში მცხოვრები მოქალაქეები მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g