LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობის კედელზე ვერტიკალური გამწვანება მოეწყობა

100

პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირ N59-ში მდებარე შენობის დასავლეთით, კედლის ვერტიკალური გამწვანება ეწყობა.

პროექტის მიხედვით, შენობაზე ყვავილები და სხვადასხვა მცენარეები ვერტიკალურად, კედელზე დამონტაჟებულ სპეციალურ მეტალის კონტეინერებში იქნება მოთავსებული, სადაც წვეთოვანი სარწყავი სისტემა დამონტაჟდება.

როგორც ”თბილისის განვითარების ფონდში” აცხადებენ, შენობების ვერტიკალური გამწვანება, მთელ მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს. გარდა იმისა, რომ ქალაქის ვიზუალურ მხარეს ალამაზებს, გარემოს ეკოლოგიურ სისუფთავეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, ასევე, დიდ როლს ასრულებს შენობის შიგნით ტემპერატურის დარეგულირებისთვის.

მწვანე კედლის კონსტრუქციის მონტაჟის სამუშაოები აღნიშნულ მისამართზე, უკვე მიმდინარეობს. რკინის კონსტრუქციის და სარწყავი სისტემის აწყობის შემდეგ, კედელზე უშუალოდ მწვანე საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყება, რომელიც პროექტით გათვალისწინებულ ვადებში – წლის ბოლომდე დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g