LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმოაჩინე საქართველო – შუამთის ტბების ულამაზესი კადრები აჭარიდან (ვიდეო)

415
51094552-399623527514694-5734891048040136704-n

აღმოაჩინე აქამდე უცნობი საქართველო და გაატარე ზაფხული საქართველოში – ქართული ტურიზმის მხარდამჭერი კამპანია გრძელდება და ამჯერად, სოციალურ ქსელში საკუთარ ვიდეოს ოთო ნიკურაძე გვიზიარებს.

ვიდეორგოლი  აჭარაშია გადაღებული და შუამთის ტბების სილამაზეს ასახავს.

„დიდი ხანია ამ კადრის გადაღება მინდოდა. გუშინ კი რეალობად ვაქციეთ ოთო ნიკურაძემ, სოსო ნებიერიძემ და ერეკლე ჩიკვაიძემ, ზემო აჭარის ულამაზეს ადგილას. დაელოდეთ ფილმს აჭარაზე, რომელიც ძალიან მალე იქნება“, – წერს ოთო ნიკურაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ოთო ნიკურაძე სოციალური ქსელის მომხმარებლებს ხშირად უზიარებს საკუთარ გამოცდილებას საქართველოში და საქართველოს გარეთ მოგზაურობების შესახებ.

რაც შეეხება შუამთის ტბებს, ზემო აჭარაში ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები