LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმოჩნდა, რომ ომიკრონი არ არის ისეთი ძლიერ ვირუსი, როგორსაც ელოდნენ, ამიტომ, ნავთობზე ფასები ისევ იმატებს – მთვრალაშვილი

193
ipiccy-image

აღმოჩნდა, რომ ომიკრონი არ არის ისეთი ძლიერ ვირუსი, როგორსაც ელოდნენ, ამიტომ, ბოლო პერიოდში ნავთობზე ფასები ისევ იმატებს, – ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აცხადებს.

მან „ბიზნესპარტნიორთან“ ვრცლად ისაუბრა 2022 წლის პროგნოზებზე და თქვა, რომ წელს ნავთობზე ფასების კიდევ უფრო ზრდას არ გამორიცხავს. „ვითარება საკმაოდ რთულია. 2021 წლის დეკემბერში ნავთობზე ფასების შემცირების მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გამოჩენა იყო. თუმცა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ომიკრონი არ არის ისეთი ძლიერ ვირუსი, როგორსაც ელოდნენ. აქედან გამომდინარე, ბოლო პერიოდში ნავთობზე ფასები ისევ იმატებს, მიზეზი მოთხოვნის ზრდაა, რომელიც თავის მხრივ საჰაერო მიმოსვლის გააქტიურებას უკავშირდება. ამ ლოგიკით, თუ მსოფლიოს ახალი პანდემია არ დაემუქრა, რომელიც ნაწილობრივ მაინც ჩაკეტავს ქვეყნებს, ნავთობზე ფასების შემცირება არ ივარაუდება“, – განაცხადა მთვრალაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, 2022 წელს ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება და დღიური მოხმარება რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g