LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღსარება – მე, სერგო ფარაჯანოვი“ – ახმეტელის თეატრი მონაწილეობას მიიღებს ერევნის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში

941
გიორგი გასვიანი

სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 2026 წლის 14 აპრილს მონაწილეობას მიიღებს ერევნის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში.

ფესტივალი გაიხსნება ახმეტელის თეატრის სპექტაკლით „აღსარება – მე, სერგო ფარაჯანოვი“.

მთავარ როლში გიორგი გასვიანია. რეჟისორი კი ირაკლი გოგიაა. მხატვარი – ირენა ოგანჯანოვა. სპექტაკლი დადგმულია სერგო ფარაჯანოვის უკანასკნელი კინოსცენარის მიხედვით.

სპექტაკლის ერევანში წარმოდგენა სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს, გამომდინარე იქიდან, რომ სერგო ფარაჯანოვი წარმოადგენს თბილისისა და ერევნის კულტურული სივრცის მნიშვნელოვან ფიგურას.

magti 5g