„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ უპასუხა კითხვას, მიიჩნევს თუ არა სერხიო აგუეროს მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდად.
„აგუერო მსოფლიოს საუკეთესო თავდასმხმელია? საუკეთესო – მესია. აგუერო – საუკეთესო ცხრიანია? არა, მესია საუკეთესო 9 ნომერი, ნომერი 10, ნომერი 11, ნომერი 6, ნომერი 4“, – განაცხადა პეპმა.
კატალონიელის მიერ არგენტინელით აღფრთოვანებამ ისე შეტოპა, რომ ეს ქილიკის საგანიც გახდა. „პეპს მესის შიშველი ფოტოებიც აქვს“, – დაწერა ერთმა მომხმარებელმა ტვიტერზე.
„სიტიმ“ პრემიერლიგის ბოლო ტურში „ასტონ ვილას“ 6:1 მოუგო, აგუერომ ჰეთ-თრიქი გააფორმა და ინგლისში უცხოელებს შორის გატანილი გოლებით ტიერი ანრის რეკორდი მოხსნა.
მესის ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის 14 მატჩში 13 გოლი აქვს.