LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგვისტოდან პარიზსა და თბილისს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

85
large-1361-49e63

Lufthansa-ს შემდეგ, საქართველოს მთავრობა რეგულარული ფრენებისთვის საქართველოს ცას ფრანგულ ავიაკომპანია Air France უხსნის. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაცით, აგვისტოდან პარიზსა და თბილისს შორის რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყება.

„დღეს ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება და დავუდასტურებთ Air France-ს, რომ აგვისტოს დასაწყისიდან, ზუსტ თარიღს თვითონ კომპანია განსაზღვრავს, მათ შეეძლებათ კვირაში ორი სიხშირით დაიწყონ შარლ დე გოლის პარიზის აეროპორტსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შორის პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია ავიაკომპანია AirBaltic-თანაც, თბილისსა და რიგას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g