LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აგვისტოს ომის შემზარავი შედეგები 16 წელია ღია ჭრილობად რჩება ჩვენი ქვეყნისთვის… ურყევია ჩვენი რწმენა, რომ მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ შენებით, მხოლოდ წინსვლით და განვითარებით მივაღწევთ საქართველოს გამთლიანებას ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად“ – კახა კალაძე

131
კახა კალაძე

„ომს შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეები და ჩვენი გმირი ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული ათასობით ოჯახი, გაპარტახებული სოფლები, დაკარგული ტერიტორიები, წინაპართა მიტოვებული საფლავები, დევნილობაში დაბადებული ბავშვები – აგვისტოს ომის შემზარავი შედეგები, 16 წელია, ღია ჭრილობად რჩება ჩვენი ქვეყნისთვის“ – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები მთავარი გამოწვევაა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის, რაც მშვიდობიან, განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს შენებას გულისხმობს.

„ომს შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეები და ჩვენი გმირი ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული ათასობით ოჯახი, გაპარტახებული სოფლები, დაკარგული ტერიტორიები, მიტოვებული წინაპართა საფლავები, დევნილობაში დაბადებული ბავშვები- აგვისტოს ომის შემზარავი შედეგები 16 წელია ღია ჭრილობად რჩება ჩვენი ქვეყნისთვის.

ოკუპირებული ტერიტორიები მთავარი გამოწვევაა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის, რომელიც მშვიდობიან, განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს შენებას გულისხმობს.
ურყევია ჩვენი რწმენა, რომ მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ შენებით, მხოლოდ წინსვლით და განვითარებით მივაღწევთ საქართველოს გამთლიანებას ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად.

მარადიული ხსოვნა და დიდება იყოს აგვისტოს ომში დაღუპული გმირების, რომელთაც სამშობლოს ყველაზე ძვირფასი -საკუთარი სიცოცხლე შესწირეს“ – წერს კალაძე.

ომს შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეები და ჩვენი გმირი ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული ათასობით ოჯახი, გაპარტახებული…

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on ოთხშაბათი, 07 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g