15 აგვისტოს, ბენ აფლეკს 52 წელი შეუსრულდა. მედიის ცნობით, მსახიობს წვეულება არ მოუწყვია და მხოლოდ ვიწრო წრეში იზეიმა დაბადების დღე, რომელსაც ჯენიფერ ლოპესი არ დასწრებია. სამაგიეროდ ის ექს- მეუღლემ, ჯენიფერ გარნერმა მოინახულა.
ყოველივე ამის ფონზე 55 წლის ჯეი ლომ „ინსტაგრამზე“ საოცრად შთამბეჭდავი ფოტოების სერია გაავრცელა, ის „დიორის“ ულამაზეს კაბაში პოზირებს და საბედისწერო გამომეტყველება აქვს.
მედიაში წერენ, რომ ეს ფოტოები ჯეი ლო სწორედ ბენის დასანახად გაავრცელა.
„ბენ, აი ამას კარგავ შენ“, „საბედისწერო ფოტოებია“, „სრულყოფილია ეს ქალი“, – არ წყდება კომენტარები.