თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA), D ბლოკთან პარტნიორობით, შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 25 ოქტომბერს, Meetups Horizons-ის პირველი შეხვედრა გაიმართა.
Meetups შეხვედრები რეგულარულად გაიმართება. შეკრებების მიზანია მონაწილეების ცნობიერების ამაღლება, ინსპირაცია და პრაქტიკული იდეების გაცვლა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაინერგოს AI ტექნოლოგიები ბიზნესში, ადამიანებმა კი შეძლონ სწორი კომპეტენციების განვითარება სწრაფად ცვალებად პერიოდში.
GAIA-ს მითაფები ორ ფორმატში ტარდება – Tech და Horizons. Horizons-ის ყოველთვიურ მითაფებზე სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები განიხილავენ, როგორ ცვლის AI მათ ინდუსტრიებს, როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი უკეთესად თავის საქმეში და რა სიახლეებია AI-ის მიმართულებით.
GAIA Meetups Horizons პირველ შეხვედრაზე InSource-ის მმართველმა პარტნიორმა მედეა ტაბატაძემ ისაუბრა AI-ის როლზე თანამედროვე სამყაროში, შრომის ბაზარზე და პროფესიებში და იმ უნარებზე, რომელიც მომავალში კარიერული, თუ პიროვნული წარმატებისთვისაა საჭირო.
„ხელოვნური ინტელექტი არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ინსტრუმენტი – ეს არის ცვლილება და შესაძლებლობა, რომელიც გავლენას ახდენს ყველა სფეროზე. მნიშვნელოვანია, ადამიანები იყვნენ ღია ახალი ცოდნისადმი და შეძლონ სწორი უნარების განვითარება, რათა AI-ის შესაძლებლობები პირად და პროფესიულ განვითარებაში გამოიყენონ. Meetups Horizons სწორედ ამ მიზანს ემსახურება – გააღვიძოს ინტერესი, გაზარდოს ცნობიერება და მისცეს მონაწილეებს პრაქტიკული ხედვა მომავლისკენ“, – მედეა ტაბატაძე.
თიბისი, GAIA-სთან თანამშრომლობით, აგრძელებს იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს AI-ისა და მონაცემთა მეცნიერების სფეროში განათლების ხელმისაწვდომობას, ცოდნის გაზიარებას და პროფესიული ეკოსისტემის გაძლიერებას. ხელოვნური ინტელექტის სფეროში მთავარია გჯეროდეს, იკვლიო, ისწავლო და შექმნა ახალი.
(R)
