LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აი, ხომ თითქოს არაფერი, ავიდა სცენაზე, დადგა მესის, მბაპეს გვერდით, გაიარა, ჩამოვიდა და ამასობაში საქართველოსთვის ისტორიის ფურცელი დაწერა!“ – თინა ხიდაშელი 

96315
BeFunky-collage (1)

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფინალში მოხვდა და საბოლოო სიაში მე-17 ადგილზე გავიდა. ქართველმა ფეხბურთელმა სიაში გადაასწრო ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ინგლისელები ჯუდ ბელინგემი და ჰარი კეინი, ასევე ლაუტარო მარტინესი, რომელიც არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ 2023 წლის დაჯილდოებაზე მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად გამოჩნდა.

ქართველი ფეხბურთელის მორიგ წარმატებას სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

ვიდეო: ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან ერთად „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე – კადრები პარიზიდან

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი:

„გუშინ ეკრანთან ურთიერთობა აკრძალული მქონდა, არადა უნდა დამწერა – ჩვენი ყველას ჯობდა!

#კვარა ❤ აი, ხომ თითქოს არაფერი, ავიდა სცენაზე, დადგა მესის, მბაპეს გვერდით, გაიარა, ჩამოვიდა და ამასობაში საქართველოსთვის ისტორიის ფურცელი დაწერა!

ხოდა, თქვენ თქვენს საკეთებელს უკეთ რომ გააკეთებთ და საკუთარ ოსკარებზეც დადგებით, მერე ისროლეთ ქვა“, – წერს თინა ხიდაშელი.

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მე-17 ადგილზე გავიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები