“ოსკარის“ დაჯილდოების 88-ე ცერემონიამდე სულ ცოტა დრო რჩება, ვნებათაღელვა კი მატულობს. მთავარი კითხვა კი კვლავ დიკაპრიოს უკავშირდება – გახდება თუ არა ლეო წელს ოსკაროსანი. მისი ნამუშევარი ფილმებში „ავიატორი“ და „უოლ სტრიტის მგელი“ შეუმჩნეველი დარჩა, ამჯერად კი ყველას აქვს იმედი, რომ ფილმი Revenant მსახიობს „ოსკარს“ აუცილებლად მოუტანს.
გაუმართლებს თუ არა დიკაპრიოს წელს მაინც? კინომოყვარულები მოუთმენლად ელიან 28 თებერვალს, მანამდე კი გავეცნოთ რას უწინასწარმეტყველებენ ასტროლოგები.
ასტროლოგის მოსაზრება :
თუ გადავხედავთ დიკაპრიოს ჰოროსკოპს, სამწუხაროდ, მას შანსები წელსაც მინიმალური აქვს. მიუხედავად მისი პოპულარობისა და დიდი ტალანტისა, ლეო იშვიათად იღებს მნიშვნელოვან ჯილდოებს. ეს პლანეტა სატურნის ბრალია.
ლეოს პირად ჰოროსკოპში სატურნი კარიერის სახლში მდებარეობს, თუმცა, ძალიან სუსტია კირჩხიბის ნიშანში. ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ოფიციალური აღიარების უარყოფას, თუმცა, სავარაუდოდ, უფრო მეტ აღიარებას და ჯილდოებს ცხოვრების ბოლო წლებში მიიღებს.
რას გვიჩვენებს დიკაპრიოს ასტროლოგიური რუკა წელს? სატურნი და იუპიტერი – ორი პლანეტა, რომლებიც არიან პასუხისმგებლები სოციუმში ჩვენს დამსახურებაზე, მოცემული მომენტისთვის კინომსახიობის ჰოროსკოპში ძალიან სუსტ პოზიციებზე იმყოფებიან.
პლანეტების ასეთი პოზიციის გამო ჯილდოს მისაღებად შანსი დიკაპრიოს ძალიან მცირე აქვს.


