LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Air Arabia-ს სპეციალური აქცია – 500 000 ბილეთი სულ რაღაც 192 ლარიდან!

693
Air Arabia

ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Air Arabia, მთელი ქსელის მასშტაბით, 500 000-მდე ბილეთზე სპეციალური ფასდაკლება გამოაცხადა. „სუპერ ბილეთების“ გაყიდვა უკვე დაიწყო.

აქცია მოიცავს პირდაპირ ფრენებს საქართველოდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში (შარჯასა და აბუ-დაბიში), ასევე რეისებს ისეთი პოპულარული მიმართულებებით, როგორებიცაა იორდანია, ეგვიპტე, ინდოეთი, მალაიზია, მალდივები, ნეპალი, ომანი, შრი-ლანკა, ტაილანდი და სხვა.

ბილეთების ფასი ცალმხრივი მგზავრობისთვის 192 ლარიდან იწყება.

ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელი იქნება 2025 წლის 17 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით იმ ფრენებზე, რომლებიც 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 28 მარტამდე პერიოდში განხორციელდება.

Air Arabia საავიციო ინდუსტრიაში საკუთარი პოზიციების გაძლიერებას განაგრძობს. ის ხუთი სტრატეგიული ცენტრიდან, რომლებიც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, მაროკოსა და ეგვიპტეში მდებარეობს, 200-ზე მეტი მიმართულებით ოპერირებს და დაუვიწყარ მგზავრობას კომფორტული, საიმედო და ხელმისაწვდომი ფრენებით უზრუნველყოფს.

დამატებითი ინფორმაციისთვის და ბილეთების დასაჯავშნად ეწვიეთ ავიაკომპანიის ვებგვერდს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g