ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo“, რომელიცსაქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, მიმდინარე წლის ზაფხულისსანავიგაციო სეზონზე თბილისი-ჰურგადა-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენებს გაზრდილისიხშირით შეასრულებს.
ავიაკომპანია საჰაერო ხაზზე ოპერირებას ეტაპობრივად გაზრდის. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 8 მაისიდან, არსებულ 2 სიხშირეს დაემატება 1 და რეისები ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.
23 ივნისიდან ჰურგადადან თბილისის მიმართულებით ფრენებს „Air Cairo“ პარასკევობითაც შეასრულებს, ხოლო 5 ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე ოპერირება კვირაში ხუთჯერ განხორციელდება (დაემატება ოთხშაბათი). ავიარეისები Airbus A320-ისა და Boeing B737-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისსააგენტომ ავიაკომპანია „Air Cairo“-ს დამატებითი სიხშირეებით რეგულარული საჰაერომიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2017 წლის აპრილის მიანიჭა.