LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

AirBaltic ფრენებისთვის ბელარუსის საჰაერო სივრცეს აღარ გამოიყენებს

92
02-yl-aav-1170x530

ლატვიური ავიაკომპანია AirBaltic ფრენებისთვის ბელარუსის საჰაერო სივრცეს აღარ გამოიყენებს, – აღნიშნულის შესახებ ავიაკომპანიის პრესსპიკერმა ალისე ბრიდმა განაცხადა. ლატვიის ტრანსპორტის მინისტრმა ტალის ლინკაიტსმა კი ასევე განაცხადა, რომ AirBaltic-მა ბელარუსის ტერიტორიის გავლით ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავთან დაკავშირებული ვითარება „არაორდინარულია“, რაც ბადებს მრავალ შეკითხვას ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოების შესახებ.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და რომელშიც ჟურნალისტიც იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g